რომა სპალეტის ინტერში გაშვებას არ ნანობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომა სპალეტის ინტერში გაშვებას არ ნანობს


რომა სპალეტის ინტერში გაშვებას არ ნანობს
"რომას" გენერალურმა დირექტორმა, მაურო ბალდისონიმ განაცხადა, რომ რომაული კლუბი ლუჩანო სპალეტის "ინტერში" გაშვებას არ ნანობს.

მილანური კოლექტივი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, რომაელები კი მეხუთე პოზიციაზე არიან.

"სპალეტის დაკარგვას არ ვნანობთ", - ციტირებს ბალდისონის სიტყვებს Pagine Romaniste.

"კმაყოფილები ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ. გუნდიდან წასულებს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ. ვგეგმავთ იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე ვიყავით", - დასძინა "მგლების" ფუნქციონერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები