ისკომ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა და საკუთარი შანსები შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ისკომ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა და საკუთარი შანსები შეაფასა


ისკომ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა და საკუთარი შანსები შეაფასა
"რეალის" ნახევარმცველმა, ისკომ აღნიშნა, რომ "ოქროს ბურთი" მისმა თანაგუნდელმა, კრიშტიანუ რონალდუმ უნდა დაისაკუთროს.

გარდა ამისა, ესპანელი აცხადებს, რომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს ნომინანტთა სამეულში მოხვედრა მისი ოცნებაა.

"ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ. პრაქტიკაში ამის გაკეთება ძალიან რთულია. დღევანდელი დღით ვცხოვრობ", - ციტირებს ისკოს სიტყვებს AS.

"ასე თუ ისე, ეს ჯილდო რონალდუმ უნდა მოიგოს".

"სამეულში მოხვედრა? სიაში შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის შეიძლება რამოსი და მოდრიჩი მოხვდნენ, "რეალის" საოცარი სეზონის წყალობით. იქ მოხვედრა ჩემი ოცნებაა", - დასძინა "სამეფო კლუბის" შუახაზელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები