მანდანდა მარსელის რეკორდსმენი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანდანდა მარსელის რეკორდსმენი გახდა


მანდანდა მარსელის რეკორდსმენი გახდა
მარსელის "ოლიმპიკის" გამოცდილი გოლკიპერი, სტივ მანდანდა, ფრანგული კლუბის ისტორიაში შევიდა.

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურში, სტუმრად "სტრასბურგის" წინააღმდეგ (3:3), 32 წლის ფრანგმა "ოლიმპიკის" მაისურით 453-ე მატჩი ჩაატარა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

სტივმა მარსელური კლუბის ყოფილი ნახევარმცველის, როჟე სკოტის, რეკორდი მოხსნა, რომელიც "ოლიმპიკის" ღირსებას შორეულ წარსულში, 1942-58 წლებში, იცავდა და 452 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სტივ მანდანდა მარსელის "ოლიმპიკის" რიგებში 2007-2016 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ ერთი სეზონი "კრისტალ პალასში" ჩაატარა და ამ ზაფხულს ისევ ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა.

ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონში მანდანდამ 8 მატჩი ჩაატარა და 15 ბურთი გაუშვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მარსელის ოლიმპიკი სტივ მანდანდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები