ტოტიმ წლის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოტიმ წლის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელა


ტოტიმ წლის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელა
იტალიის ნაკრებისა და "რომას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ, 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი დაასახელა.

"ნეიმარი, რონალდუ და მესი? პირველ რიგში, ჩვენ ახლა სამ მთავარ საფეხბურთო მეტოქეზე ვსაუბრობთ, რომლებიც მოედანზე ერთმანეთის მტრები არიან.

ყოველთვის უნდა ვთქვა, რომ საკუთარ კონკურენტებს როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, რონალდუ მაინც ყველაზე წინ დგას.

კრიშტიანუს დიდებული სეზონი ჰქონდა, მოიგო მნიშვნელოვანი ტიტულები და გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები საკმაოდ პრესტიჟული კლუბების წინააღმდეგ.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ იტალიური სკოლა კვლავ მაღალ დონეზეა. თუმცა მიუხედავად ალეგრისა და კონტეს არაორდინალური წარმატებისა, ფავორიტი მაინც ზინედინ ზიდანია, რომელმაც რონალდუს მსგავსად ყველაფერი მოიგო", - განაცხადა ჩესკომ.

2016/17 წლების სეზონში ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალს" 59 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი დუბლი (ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა) მოაგებინა, რონალდუმ კი ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ სტადიებზე (მეოთხედფინალიდან დაწყებული) 10 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები