კიელინი: "შესაძლოა ორი ფინალი წავაგეთ, მაგრამ ესეც არაჩვეულებრივი მიღწევაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიელინი: "შესაძლოა ორი ფინალი წავაგეთ, მაგრამ ესეც არაჩვეულებრივი მიღწევაა"


კიელინი:
ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი, მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალის წაგებას მეორე მხარეც აქვს.

"როდესაც "იუვენტუსში" ხვდები, უმალვე თითქოს ახალ რეალობაში გადადიხარ. თავიდან ცოტათი გამიჭირდა, რადგან მაღალი კონკურენციისათვის მომიწია გაძლება, მაგრამ საბოლოოდ ძირითადში საკუთარი ადგილი დავიმკვიდრე.

ჩვენ ორჯერ ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ისტორიის დაწერასთან - 2015 და 2017 წლებში, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივედით.

ვფიქრობ, ამის გამო ყოველთვის იმედგაცრუებული იქნები, მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ჩვენ რაღაც არაჩვეულებრივს მივაღწიეთ", - განაცხადა კიელინიმ.

"ბებერმა ქალბატონმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ტრიუმფის (1996 წელი) შემდეგ ტურნირზე ხუთი ფინალი წააგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ჯორჯო კიელინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები