პოჩეტინო ბარსელონაზე: "ამ გუნდის გაწვრთნა არ შემიძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინო ბარსელონაზე: "ამ გუნდის გაწვრთნა არ შემიძლია"


პოჩეტინო ბარსელონაზე:
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ აღნიშნა, რომ "ბარსელონას" გაწვრთნის სურვილი არ აქვს.

არგენტინელის თქმით, "ტოტენჰემში" რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა უნდა.

"ბარსელონას" გაწვრთნა არ შემიძლია", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Marca.

"ტოტენჰემში" ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, ეს 15 წელიწადს გაგრძელდება, როგორც ჩემმა პრეზიდენტმა თქვა. ასეთი კონტრაქტის გასაფორმებლად მზად ვარ. პრეზიდენტი გადაწყვეტს იმას, თუ სადამდე დარჩება თავის პოსტზე მწვრთნელი".

"დიდი პოტენციალის მქონე გუნდი გვყავს. გაზრდა და განვითარება შეგვიძლია. მიხარია, რომ კლუბში ჩემით კმაყოფილები არიან", - დასძინა "დეზების" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები