შექსპირი: "ლესტერს ერთი გამარჯვება სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შექსპირი: "ლესტერს ერთი გამარჯვება სჭირდება"


შექსპირი:
"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კრეიგ შექსპირმა ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ვესტ ბრომვიჩთან" (1:1) ნათამაშები ფრის შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა შეგირდებმა ხასიათი გამოავლინეს.

სპეციალისტის აზრით, "მელიები" ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა დიდხანს ნანატრი გამარჯვება მოიპოვონ.

"როცა ბურთს ფლობ, თუმცა უეცრად გოლს უშვებ, ყოველთვის აღშფოთებას იწყებ", - ციტირებს შექსპირის სიტყვებს BBC Sport.

"რა გავლენას ახდენს ეს ფეხბურთელებზე? მიუხედავად ამისა, დავამტკიცეთ, რომ ხასიათი გვაქვს, საპასუხო გოლი დავიმსახურეთ".

"ვხედავ, როგორ ცდილობენ ფეხბურთელები, როგორ ვვარჯიშობენ ყოველდღე. გამარჯვება გვჭირდება. ამ მიზანს როგორც კი მივაღწევთ - ყველაფერი დალაგდება", - დასძინა "მელიების" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები