ნეიმართან კონფლიქტის გამო, კავანის პსჟ-ს დატოვება უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმართან კონფლიქტის გამო, კავანის პსჟ-ს დატოვება უნდა


ნეიმართან კონფლიქტის გამო, კავანის პსჟ-ს დატოვება უნდა
"პსჟ"-ს თავდამსხმელს, ედინსონ კავანის ნეიმართან არსებული უთანხმოების გამო სხვა კლუბში გადასვლა სურს.

Manchester Evening-ის ინფორმაციით, ურუგვაელისადმი ინტერესს "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ევერტონი" იჩენენ.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა და ურუგვაელმა "ლიონთან" (2:0) გამართულ შეხვედრაში პენალტის შესრულებაზე იჩხუბეს. საბოლოო ჯამში, კავანიმ, რომელსაც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდების დასაკუთრება უნდა, პარტნიორს ბურთი არ მისცა და თავად თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელებმა გასახდელში კინაღამ იჩხუბეს, ნეიმარმა კი თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა.

თავად კავანის არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდის ახალწვეულს "ოქროს ბურთის" მოგებას უსურვებს.

შეგახსენებთ, ნეიმარი "პსჟ"-ში "ბარსელონადან" გასულ ზაფხულს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები