ბენატია უდინეზესთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენატია უდინეზესთან მატჩს გამოტოვებს


ბენატია უდინეზესთან მატჩს გამოტოვებს
ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, მეჰდი ბენატია, საკუთარ გუნდს იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ვერ დაეხმარება.

გამოცდილმა მაროკოელმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლისაბონის "სპორტინგთან" საშინაო თამაშში (2:1), ბარძაყის დაზიანება მიიღო და "უდინეზეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, მეჰდი ბენატიას ტრავმა სერიოზული არ არის და ის სერია ა-ს მეათე ტურის მატჩისთვის, "სპალის" წინააღმდეგ 25 ოქტომბერს, მზად იქნება.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, ბენატიამ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მეჰდი ბენატია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები