ბატისტუტა: "არგენტინის მთავარი ფორვარდი იგუაინია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბატისტუტა: "არგენტინის მთავარი ფორვარდი იგუაინია"


ბატისტუტა:
არგენტინის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი, გაბრიელ ბატისტუტა, მიიჩნევს, რომ "ალბისელესტეს" მთავარი ფორვარდი გონსალო იგუაინია.

"იგუაინი ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს. სამწუხაროდ, პიპიტამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, ერთი-ერთზე არაერთი რეალური შანსი გააფუჭა და ამან მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც იმოქმედა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გონსალოს თამაში დაავიწყდა.

რა თქმა უნდა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. მას ჯერ საკუთარი პოტენციალი არ გამოუვლენია, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ არგენტინის ნაკრებმა სწორედ მასზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

ის მსოფლიო ჩემპიონატზე იკარდისთან და ბენედეტოსთან ერთად უნდა წავიდეს. სახლში დარჩენას არცერთი მათგანი არ იმსახურებს", - აღნიშნა "ბატიგოლმა."

29 წლის პიპიტა იგუაინმა მიმდინარე სეზონი სუსტად დაიწყო და ოქტომბრის თამაშებისთვის ხორხე სამპაოლიმ არგენტინის ნაკრებში არ გამოიძახა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები