მარიო ნაპოლის წინააღმდეგ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარიო ნაპოლის წინააღმდეგ ითამაშებს


მარიო ნაპოლის წინააღმდეგ ითამაშებს
მილანის "ინტერს" პორტუგალიელი ნახევარმცველი, ჟოაო მარიო, დაუბრუნდა და "ნაპოლისთან" თამაშისათვის სრულ მზადყოფნაშია.

გუშინ გავრცელდა, რომ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დაზიანება მოიშუშა და ვარჯიშები აღადგინა, დღეს კი "ნერაძურის" თავკაცმა, ლუჩიანო სპალეტიმ, იგი ხვალინდელი თამაშისთვის განცხადში შეიყვანა.

ჟოაო მარიომ, რომელმაც მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და გუნდის უცვლელი ფიგურა იყო, გასულ უქმეებზე მილანური დერბი კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა.

"ინტერის" შემადგენლობა "ნაპოლისთან" თამაშისთვის: ჰანდანოვიჩი, პადელი, ბერნი; კანსელო, რანოკია, სანტონი, მირანდა, დალბერტი, დ'ამბროზიო, შკრინიარი, ნაგატომო; გალიარდინი, ჟოაო მარიო, ვესინო, ვალერო, პერიშიჩი, კანდრევა; ედერი, კარამო, იკარდი, პინამინტი.

ხვალინდელ თამაშს მილანური კლუბის ხორვატი ლეგიონერი, მარსელო ბროზოვიჩი, გამოტოვებს, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აწუხებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ჟოაო მარიო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები