რამირესით სამი ტოპ კლუბია დაინტერესებული » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამირესით სამი ტოპ კლუბია დაინტერესებული


რამირესით სამი ტოპ კლუბია დაინტერესებული
"ცზიანსუ სუნინის" ნახევარმცველმა, რამირესმა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც მოგახსენეთ, ამჟამად რამირესი "ცზიანსუ სუნინის" ღირსებას იცავს - ჩინური კლუბის მფლობელები ასევე მილანის "ინტერსაც" ფლობენ და აქამდე დაიწერა, რომ 30 წლის ნახევარმცველი სწორედ "ნერაძურიში" გადასვლასთანაა ახლოს.

"მსოფლიოს საუკეთესო ათი კლუბიდან სამი კონკრეტულ ინტერესს იჩენს, თუმცა ამჯერად მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", - აცხადებს ლუის კარლინი.

"დაინტერესება ეს ერთია, ტრანსფერის განხორციელება კი სულ სხვა რამ. რამირესი იაფი არავის დაუჯდება, რადგან იგი ფაბიო კაპელოსთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

"ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ყველა მხარე მიაღწევს შეთანხმებას. იანვრის ფანჯრის გახსნამდე დრო კიდევ არის დარჩენილი, მაგრამ ლოგიკურია, რომ კლუბები კავშირს უკვე ამყარებენ".

მიმდინარე სეზონში რამირესმა ჩინურ სუპერლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები