ვალვერდე: "ვიცი, რომ ამჟამად სუარესს პრობლემები აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე: "ვიცი, რომ ამჟამად სუარესს პრობლემები აქვს"


ვალვერდე:
კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და ძალიან ცოტა გოლი გააქვს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"ვიცი, რომ ამჟამად სუარესს პრობლემები აქვს, მაგრამ ის ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, მალე დაიწყებს გოლების გატანას.

მან ატლეტიკოსთან ძალიან კარგად ითამაშა და გაიტანა კიდეც. სუარესის თამაში ჩემპიონთა ლიგაზეც მომეწონა", - აცხადებს ვალვერდე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები