ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო


ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო
"რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება მთელ საფეხბურთო სამყაროშია ცნობილი. "ბლანკოსი" და "ბლაუგრანა" არა მხოლოდ ესპანეთში არამედ სრულიად ევროპაში დომინირებენ.

მათი მეტოქეობა როგორც საფეხბურთო მოედანს, ისე სატრასნფერო ბაზარსაც მოიცავს. მათი სამიზნეები სხვა გუნდის ვარვსკლავები არიან, თავად ფეხბურთელებისთვის კი ესპანური გრანდები უმაღლესი მწვერვალებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა.

"რეალისა" და "ბარსელონას" მტრობის მიუხედავად, არსებობდნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც ორივე გრანდში თამაში მოახერხეს. რა თქმა უნდა გულშემატკივრებმა ისინი საძულველ მოღალატეებად შერაცხეს, თუმცა თავად ფეხბურთელები ამ თამამი ნაბიჯით სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში. გავიხსენოთ ყველაზე ცნობილი და გახმაურებული შემთხვევები.

10. ხულენ ლოპეტეგი (ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი)

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო

რეალში: 1988-1991, 1 მატჩი-0 გოლი, ლა ლიგის ჩემპიონი
ბარსელონაში: 1994-1997, 5 მატჩი-0 გოლი, ესპანეთის სუპერთასის მფლობელი

9. ხავიერ სავიოლა

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო

ბარსელონაში: 2001-2007, 168 მატჩი-70 გოლი, უტიტულოდ
რეალში: 2007-2009, 29 მატჩი-5 გოლი, ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის სუპერთასის მფლობელი

8. ბერნდ შუსტერი

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო

ბარსელონაში: 1980-1988, 238 მატჩი-87 გოლი, ესპანეთის ჩემპიონი, 3 კოპა დელ რეი, თასების თასი, ლიგის თასი
რეალში 1988-1990, 86 მატჩი-15 გოლი, 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი

7. გეორგე ჰაჯი

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო

რეალში: 1990-1992, 84 მატჩი-20 გოლი, ესპანეთის სუპერთასის მფლობელი
ბარსელონაში 1994-1996, 51 მატჩი-11 გოლი, ესპანეთის სუპერთასის მფლობელი

6. ლუის ენრიკე

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო

რეალში: 1991-1996, 213 მატჩი-18 გოლი, ესპანეთის ჩემპიონი, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი
ბარსელონაში: 1996-2004, 300 მატჩი-109 გოლი, 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 2 კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, თასების თასი, უეფას თასი

5. სამუელ ეტო'ო

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო

რეალში: 1998-2000, 7 მატჩი-0 გოლი, უტიტულოდ
ბარსელონაში: 2004-2009, 199 მატჩი-130 გოლი, 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, კოპა დელ რეი, 2 ესპანეთის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა ლიგა

4. მიქაელ ლაუდრუპი

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო

ბარსელონაში: 1989-1994, 216 მატჩი-55 გოლი, 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, კოპა დელ რეი, 2 ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი
რეალში: 1994-1996, 76 მატჩში-15 გოლი, ესპანეთის ჩემპიონი

3. რიკარდო ზამორა

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო

ბარსელონაში: 1919-1922, ? მატჩი-0 გოლი, 2 კოპა დელ რეი
რეალში: 1930-1936, 82 მატჩი-0 გოლი, 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 2 კოპა დელ რეი

2. ლუიშ ფიგუ

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო

ბარსელონაში: 1995-2000, 249 მატჩი-45 გოლი, 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 2 კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, თასების თასი, უეფას თასი
რეალში: 2000-2005, 239 მატჩი-57 გოლი, 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 2 ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი

1. რონალდო

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც რეალსა და ბარსელონაშიც იყო

ბარსელონაში: 1996-1997, 49 მატჩი-47 გოლი, კოპა დელ რეი, თასების თასი, ესპანეთის სუპერთასი
რეალში: 2002-2007, 177 მატჩი-104 გოლი, 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი


სხვადასხვა დროს "რეალისა" და ბარსელონას" მაისური კიდევ შემდეგმა ფეხბურთელებმა მოირგეს: რობერტ პროსინეჩკი, ლუის მილა, ალბერტ სელადესი, ალფონსო პერესი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები