შერმადინის 13 ქულა ევროლიგაზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შერმადინის 13 ქულა ევროლიგაზე


შერმადინის 13 ქულა ევროლიგაზე
ევროლიგის მე-5 ტურის მატჩი "ეფესსა" და "უნიკახას" შორის, სტუმართა გამარჯვებით 74:79 დასრულდა.

პარკეტზე 15 წუთი დაჰყო "უნიკახას" ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 13 ქულასა და ერთ მოხსნას მოუყარა თავი.

5 ტურის შემდეგ "უნიკახას" მხოლოდ 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.

შერმადინის "უნიკახა" ევროლიგის მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს, "ცვერნა ზვეზდასთან" გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები