საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი ფრედ დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი ფრედ დაასრულა


საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი ფრედ დაასრულა
ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის, ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩი ქუთაისში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა. ჩვენი ნაკრებისთვის ეს 2017 წლის ბოლო მატჩი იყო.

პირველი წუთები შედარებით დაბალ ტემპში დაიწყო. 21 წუთზე ჯიღაურის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

24 წუთზე ანგარიში ბელარუსებმა გახსნეს. თავი სტასევიჩმა გამოიჩინა.

გაშვებული გოლის შემდეგ საქართველო გააქტიურდა. ირაკლი სიხარულიძეს რამდენიმე მომენტი შეექმნა, საბოლოოდ კი "ლოკომოტივის' ფორვარდმა 35-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

შესვენებაზე საქართველოს ნაკრებში ცვლილება მოხდა. გურამ კაშიას ნაცვლად მოედანზე ლაშა დვალი გამოვიდა, რომელმაც ზუსტად  წუთში უზუსტესი თავურით საქართველო წინ გაიყვანა.

56 წუთზე შანსი ჯაბა კანკავასაც შეექმნა, თუმცა მეტოქე გუნდის მეკარემ ზუსტად ითამაშა.

ბელარუსები გააქტიურდნენ, ბურთს უფრო მეტს ხანს ფლობდნენ. მათ მიერ წამოწყებული შეტევა 66-ე წუთზე ნიახაიჩიკის გოლით დასრულდა.

რამდენიმე წუთიანი ბურთის კონტროლის შემდეგ, ბელარუსებმა ჩენი კარის მიმართულებით კონტრ-შეტევა წამოიწყეს, ლაპცევის დარტყმა არაზუსტია.

81-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ქვილითაიამ ერთი-ერთზე ვერ გაიტანა. საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები