ბაიერნი მერტენსით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი მერტენსით დაინტერესდა


ბაიერნი მერტენსით დაინტერესდა
მიუნხენის "ბაიერნმა" "ნაპოლისა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, დრის მერტენსს, დაადგა თვალი.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "AS" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერმა" ნეაპოლური კლუბის შემტევს დაუმიზნა და მის გადაბირებას გაისად ეცდება.

30 წლის ბელგიელი ბოლო წლებში ფანტასტიკურად გამოიყურება და უკვე არაერთი ევროპული ტოპ-კლუბის ყურადღება მიიქცია. მიმდინარე სეზონში დრისმა ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დრის მერტენსის მოქმედი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2020 წლამდეა გათვლილი და მისი კლაუსულა ანუ გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 28 მილიონ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები