VIDEO: ქართული მარშის წევრები ქუთაისში სტადიონზე შეიჭრნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: ქართული მარშის წევრები ქუთაისში სტადიონზე შეიჭრნენ


VIDEO: ქართული მარშის წევრები ქუთაისში სტადიონზე შეიჭრნენ
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.

მცირე ინციდენტი იყო შეხვედრის დაწყების წინ. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან ქართული მარშის წევრები გამოჩნდნენ, რასაც არეულობა მოჰყვა.

მათი გამოჩენისთანავე, სამართალდამცავებმა სტადიონის ყველა შესასვლელი ჩაკეტეს და ის ხალხიც გარეთ დატოვეს, რომლებიც უბრალოდ მატჩის საყურებლად იყვნენ მისულები.

შემდეგ, ძალის გამოყენებით ბილეთების მქონე ფანებმა ერთ-ერთ კარებში შეაღწიეს და სტადიონზე შევიდნენ.

კადრებს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები