გურამ კაშია: "სანამ 1 გულშემატკივარი მაინც მეყოლება, ნაკრებში გამოვცხადდები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გურამ კაშია: "სანამ 1 გულშემატკივარი მაინც მეყოლება, ნაკრებში გამოვცხადდები"


გურამ კაშია:
საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩის შემდეგ გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.

"მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა, ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში, მადლობა", - წერს კაშია.

შეხვედრის წინ მცირე ინციდენტი მოხდა. ქართული მარშის წევრები ქუთაისში, სტადიონზე შეიჭრნენ და გურამ კაშიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გურამ კაშია: "სანამ 1 გულშემატკივარი მაინც მეყოლება, ნაკრებში გამოვცხადდები"

"კაშია პი****", - ასეთი შეძახილები იყო დღეს ქუთაისში, სტადიონზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები