რაფაელ გერეირო: "პსჟ? ახლა მხოლოდ დორტმუნდზე ვფიქრობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაფაელ გერეირო: "პსჟ? ახლა მხოლოდ დორტმუნდზე ვფიქრობ"


რაფაელ გერეირო:
დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა, რაფაელ გერეირომ განაცხადა, რომ "პსჟ"-ში შესაძლო გადასვლაზე არ უფიქრია.

აქამდე გავრცელებული ჭორების თანახმად, პარიზელები 23 წლის პორტუგალიელის ხელში ჩაგდებას ეცდებიან.

"ჯერჯერობით, არაფერი არ ხდება", - ციტირებს გერეიროს სიტყვებს A Bola.

"დორტმუნდთან" კონტრაქტი მაკავშირებს და მეტზე არაფერზე არ ვფიქრობ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

"შეიძლება რაღაც მოხდეს. თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ "ბორუსიაზე" ვფიქრობ".

გერეირო გერმანიაში 2016 წელს, "ლორიენიდან" გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები