ანჩელოტი, კონტე, ალეგრი თუ მანჩინი - ვინ ჩაიბარებს იტალიის ნაკრებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი, კონტე, ალეგრი თუ მანჩინი - ვინ ჩაიბარებს იტალიის ნაკრებს?


ანჩელოტი, კონტე, ალეგრი თუ მანჩინი - ვინ ჩაიბარებს იტალიის ნაკრებს?
მოგეხსენებათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის თავკაცი, ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლა.

ვენტურას ადგილის დაკავების მთავარ კანდიდატად კარლო ანჩელოტი სახელდება, რომელიც ცოტა ხნის წინ "ბაიერნიდან" გაუშვეს, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

გარდა ამისა, განიხილება ანტონიო კონტეს ("ჩელსი"), მასიმილიანო ალეგრის ("იუვენტუსი") და რობერტო მანჩინის ("ზენიტი") მიწვევის ვარიანტებიც.

შეგახსენებთ, იტალია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა - "სკუადრა აძურა" შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში შვედეთთან (1:0,0:0) დამარცხდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები