ტოტენჰემს სოსიედადის გარემარბის შეძენა უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოტენჰემს სოსიედადის გარემარბის შეძენა უნდა


ტოტენჰემს სოსიედადის გარემარბის შეძენა უნდა
"რეალ სოსიედადის" გარემარბი, მიკელ ოიარსაბალი შეიძლება ინგლისის ჩემპიონატში გადაბარგდეს.

როგორც Calciomercato იტყობინება, "ტოტენჰემი" 20 წლის ესპანელის დამატებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

გარდა "დეზებისა", ოიარსაბალით, რომელსაც ესპანურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება, "იუვენტუსიც" ინტერესდება.

ამ სეზონში მიკელმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები