პაულინიო: "ინიესტა მოედანზე ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც არასოდეს მინახავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პაულინიო: "ინიესტა მოედანზე ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც არასოდეს მინახავს"


პაულინიო:
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, პაულინიომ თანაგუნდელის, ანდრეს ინიესტას თამაში აღნიშნა.

ბრაზილიელის თქმით, მოედანზე ესპანელი ჰავბეკი წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს.

შეგახსენებთ, 29 წლის პაულინიო კატალონიურ გრანდში ამ ზაფხულს გადავიდა.

"ინიესტაზე დიდ ყურადღებას ვამახვილებ, მისით აღფრთოვანებული ვარ. ის სხვებისგან გამოირჩევა, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ მოედანზე მის ქმედებებსა და პოზიციებს თვალი ვადევნო", - ციტირებს პაულინიოს სიტყვებს Globoesporte.

"ინიესტა მისაბაძი ფეხბურთელია. ვარჯიშებზე და მატჩებზე ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომელიც აქამდე არასოდეს მინახავს. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ბურთს სამი-ოთხჯერ ეხება, მაგრამ სინამდვილეში ამას ერთხელ აკეთებს. მისი ქმედებების წარმოდგენა შეუძლებელია".

33 წლის ინიესტა "ბარსაში" 2002 წლიდან ასპარეზობს, ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.

ლევან სალუქვაძე: "ცოტა გონზე მოდით და უნამუსობას ნუ აპრავებთ"


კიელინის კურიოზული სიმულაცია შვედეთთან მატჩში


რაგბის კომენტატორი: "საქართველოში მხოლოდ რაგბზე დადის 35 000 მაყურებელი მუდმივად"


რაიო ვალეკანოს ფეხბურთელების წლის ფეირ პლეი


არგენტინასთან მატჩის შემდეგ მოსკოვში სტადიონის დაცლას 1 საათი დასჭირდა


რუმინეთში პენალტი მესისა და სუარესის სტილში გაითამაშეს


კურიოზული ეპიზოდი ფედერერის შეხვედრიდან


ისკო მძიმე ტრავმას გადაურჩა


ასევე, გავიხსენოთ სუარესისა და მესის ულამაზესი პენალტი


ასევე, გავიხსენოთ ბუსკეტსის კურიოზული სიმულაცია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები