კანავარო: "იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი 15 წლის წინ დაკარგა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კანავარო: "იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი 15 წლის წინ დაკარგა"


კანავარო:
"სასუოლოს" გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, პაოლო კანავარომ, განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებში სერიოზული ცვლილებებია საჭირო.

"ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი არა დღეს, არამედ 15 წლის წინ დავკარგეთ. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენს ნაკრებში სხვადასხვა ქვეყნებიდან წარუმატებელი მოთამაშეების მოწვევა და ადგილობრივი ტალანტების იგნორირება.

ეს ფეხბურთელები ჩვენი მწვრთნელებისგან, რომლებიც კვლავ მსოფლიოში საუკეთესონი არიან, ყოველთვის დიდ კომპლიმენტებს ღებულობენ. ახლა კი იმედი მაქვს, რომ იტალიური ფეხბურთი შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ უფსკრულში ჩავვარდით.

იმედი მაქვს, ბუფონის ცრემლები იქნება უკანსკნელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებისთვის დაიღვარა. მოდი მხარი დავუჭიროთ ახალ იტალიას, რომელიც მთელ მსოფლიოს გააოცებს", - განაცხადა პაოლო კანავარომ.

"სკუადრა აძურა" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში შვედეთის ეროვნულ გუნდთან ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა და მუნდიალზე 1958 წლის შემდეგ პირველად ვერ იასპარეზებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები პაოლო კანავარო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები