იუვენტუსმა შესაძლოა რეალის ნახევარმცველი დაიმატოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსმა შესაძლოა რეალის ნახევარმცველი დაიმატოს


იუვენტუსმა შესაძლოა რეალის ნახევარმცველი დაიმატოს
მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდეს.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Tuttosport" იტყობინება, რომ "ბებერი ქალბატონი" იანვარში სებალიოსის იჯარის წესით აყვანას აპირებს.

21 წლის ნიჭიერი ესპანელი ნახევარმცველი "სამეფო კლუბმა" ამ ზაფხულს დაიმატა, მაგრამ სებალიოსს მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს, ამიტომ მის განათხოვრებაზე "რეალიც" თანახმაა.

"იუვენტუსის" გარდა დანი სებალიოსით კიდევ ერთი იტალიური გრანდი - "მილანი" არის დაინტერესებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები