შმელცერი: "აშკარაა, რომ ბორუსია ბუნდესლიგაში მეორე გუნდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შმელცერი: "აშკარაა, რომ ბორუსია ბუნდესლიგაში მეორე გუნდია"


შმელცერი:
დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და მარცხენა მცველმა, მარსელ შმელცერმა, განაცხადა, რომ ბოლო წლებში "ბორუსია" გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბია.

"უკანასკნელი შვიდი-რვა წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად სატურნირო ცხრილის მოწინავე პოზიციებზე ვიყავით. "ბაიერნის" გარდა ეს არცერთ სხვა გუნდს არ გაუკეთებია.

აშკარაა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ბუნდესლიგაში კვლავ მეორე გუნდია. ამას ვერც გასულ სეზონში დაკავებული მესამე პოზიცია და ვერც ამ ეტაპზე ჩვენი ადგილი არ ცვლის", - აღნიშნა შმელცერმა.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საწყისი 11 ტურის შემდეგ დორტმუნდელები 20 ქულით მესამე ადგილზე არიან და ლიდერ მიუნხენის "ბაიერნს" 6 ქულით ჩამორჩებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები