კროოსი: "საფრანგეთის ჩემპიონატი ცუდი არ არის, მაგრამ ჩემპიონის ვინაობა ყველამ იცის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კროოსი: "საფრანგეთის ჩემპიონატი ცუდი არ არის, მაგრამ ჩემპიონის ვინაობა ყველამ იცის"


კროოსი:
გერმანიის ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატზე ისაუბრა.

"საერთო ჯამში, საფრანგეთის ჩემპიონატი ცუდი არ არის, მაგრამ საბოლოოდ ყველამ კარგად იცის თუ ვინ გახდება ჩემპიონი. ასე, რომ ან "პსჟ-ში" გადადიხარ ან ეროვნულ ტიტულს ივიწყებ.

რაც შეეხება ბუნდესლიგას, ეს ძლიერი ჩემპიონატი და კარგი ალტერნატივაა. შემიძლია, რომ გერმანიის ჩემპიონატს სრული რეკომენდაცია გავუწიო", - განაცხადა კროოსმა.

ტონი კროოს მიუნხენის "ბაიერნის" აღზრდილია და კარიერის საწყისი ეტაპი სწორედ გერმანიაში აქვს გატარებული. 2014 წლიდან კი გერმანელი საყრდენი მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ტონი კროოსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები