რეალმა მანჩესტერ იუნაიტედისთვის ბეილს ფასი დააკლო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალმა მანჩესტერ იუნაიტედისთვის ბეილს ფასი დააკლო


რეალმა მანჩესტერ იუნაიტედისთვის ბეილს ფასი დააკლო
"რეალი" მზადაა თავდამსხმელი, გარეტ ბეილი "მანჩესტერ იუნაიტედში" 69 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდოს, იუწყება The Sun.

ზაფხულში მადრიდულმა კლუბმა "წითელი ეშმაკუნების" წინადადება უკვე უარყო.

მოგეხსენებათ, 2013 წელს, უელსელის ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა, "რეალმა" მის სანაცვლოდ "ტოტენჰემს" 87 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა.

2017 წლის ზაფხულში "ემიუს" თავკაცი, ჟოზე მოურინიო 28 წლის ფეხბურთელში დაახლოებით ას მილიონ გირვანქას ჩამოდიოდა, მაგრამ "სამეფო კლუბმა" ეს წინადადება კილიან მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის გამო უარყო.

უკვე ზამთარში, ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ბეილი ინგლისში შესაძლოა 69 მილიონად დაბრუნდეს.

"რეალში" გატარებული ოთხი წლის მანძილზე გარეტმა ყველა ტურნირზე ერთად 159 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ტრავმა 24-ჯერ (!) მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები