საკიმ ვენტურა დაიცვა: "პრობლემას ერთი ადამიანი ვერ მოაგვარებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საკიმ ვენტურა დაიცვა: "პრობლემას ერთი ადამიანი ვერ მოაგვარებს"


საკიმ ვენტურა დაიცვა:
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა არიგო საკიმ, "სკუადრა აძურაში" არსებული მდგომარეობა შეაფასა.

"იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა შემთხვევითობა არ არის. გადახედეთ ეროვნული გუნდის შედეგებს ბოლო ორ მუნდიალზე.

საქმე იმაშია, რომ კარგი გუნდი ბევრი ფაქტორისგან შედგება და განსხვავებას მხოლოდ ერთი მოთამაშე ვერ შექმნის.

მსგავს სიტუაციებში ჩვენ ყოველთვის განტევების ვაცს ვეძებთ, მაგრამ ვენტურას საკმაოდ ღირსეული კარიერა აქვს და პრობლემას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ აღმოფქვრის.

ანჩელოტი? ის დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ", - აღნიშნა საკიმ.

იტალიის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში შვედეთთან 0:1 დამარცხდა და რუსეთის საგზური ვერ მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი იტალიელების გარეშე 1958 წლის შემდეგ პირველად ჩაივლის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები