21 წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

21 წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო


21 წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ლიტვის 21 წლამდე ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩი დაბალ ტემპში დაიწყო. საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთში გააქტიურდა და მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე ლიტვის ნაკრების ფეხბურთელმა უხეშად ითამაშა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

გაძევებიდან ზუსტად 2 წუთში ქართველმა ახალგაზრდებმა მწვავედ შეუტიეს და გოლიც გაიტანეს. სადაუშკაშმა თავის კარში ჩაჭრა ბურთი.

ამის შემდეგ სრულ უპირატესობას საქართველო დაეუფლა, მაგრამ მწვავე მომენტები ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო.

საბოლოოდ, საქართველომ 1:0 მოიგო. გია გეგუჩაძის გუნდისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე

21 წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები