ჟორჟინიო: "იტალია ამას არ იმსახურებდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟორჟინიო: "იტალია ამას არ იმსახურებდა"


ჟორჟინიო:
"ნაპოლისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ, შვედეთთან გუშინდელი მატჩი შეაფასა, რომლის შედეგადაც "სკუადრა აძურა" მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა.

"სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი რა დავწერო. ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე გამოვიდა, იტალია ამას უბრალოდ არ იმსახურებდა.

მქონდა შანსი, რომ იტალიის ნაკრებში პირველი თამაშით სიამოვნება მიმეღო, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ვინაიდან ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ...", - აღნიშნა ჟორჟინიომ.

ჟორჟინიომ "სან სიროზე" ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ მისმა გუნდმა მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები ჟორჟინიო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები