ჰაინკესი: "ბაიერნი მთავარი მწვრთნელის არჩევისას ჩემს აზრს გაითვალისწინებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესი: "ბაიერნი მთავარი მწვრთნელის არჩევისას ჩემს აზრს გაითვალისწინებს"


ჰაინკესი:
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი, მიიჩნევს, რომ მის მოსაზრებას კლუბის მომავალზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის არჩევისას "ბაიერნი" აუცილებლად მომისმენს და დამიჯერებს", - განაცხადა ჰაინკესმა.

იუპ ჰაინკესი მიუნხენურ კლუბს ოქტომბრის დასაწყისში დაუბრუნდა და მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კარლო ანჩელოტი შეცვალა.

"რეკორდმაისტერის" მომავალ მწვრთნელად რამდენიმე კანდიდატი მოიაზრება, მათ შორის იულიან ნაგელსმანი, იურგენ კლოპი, თომას ტუხელი და იოახიმ ლიოვი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იუპ ჰაინკესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები