იტალიის ნაკრებს კონტე ჩაიბარებს? - სპეციალისტმა განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იტალიის ნაკრებს კონტე ჩაიბარებს? - სპეციალისტმა განცხადება გააკეთა


იტალიის ნაკრებს კონტე ჩაიბარებს? - სპეციალისტმა განცხადება გააკეთა
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებში, დიდი ალბათობით, არ დაბრუნდება.

მოგეხსენებათ, სპეციალისტი იტალიელებს 2014 წლიდან 2016 წლამდე წვრთნიდა. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ნაკრებმა მეოთხედფინალამდე გააღწია, იგი ჯამპიერო ვენტურამ შეცვალა.

ვენტურას ხელმძღვანელობით, "სკუადრა აძურა" 2018 წლის მუნდიალს მიღმა დარჩა, რის გამოც იგი გაათავისუფლეს.

"მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ჩემი ქვეყნისთვის ძალიან რთული მომენტია", - ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.

"ეს ჩვენთვის კატასტროფაა. ყველამ იცით, როგორი მნიშვნელოვანია იტალიაში ფეხბურთი. სიტუაციიდან გამოსვლისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო".

"ვფიქრობ, ახლა დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ბევრი ჭორი და სიახლე ვრცელდება. ფედერაციამ საუკეთესო არჩევანი უნდა გააკეთოს", - დასძინა ანტონიომ.

ასე გამოიყურება პოლ გასკოინის შვილი


ქეცბაია მინაშვილს: "თქვენ ხართ დაბოღმილი"


რა გაუკეთა მესხმა პელეს?


ევროპის ყველაზე აგრესიული დერბები


ერთ-ერთი საუკეთესო მოწოდება მაგიდის ჩოგბურთში


ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ულამაზესი გოლი გავიდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები