რომელი ნაკრებია 2018 წლის მუნდიალის მონაწილეთა შორის ყველაზე ძვირადღირებული? - რეიტინგი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომელი ნაკრებია 2018 წლის მუნდიალის მონაწილეთა შორის ყველაზე ძვირადღირებული? - რეიტინგი


რომელი ნაკრებია 2018 წლის მუნდიალის მონაწილეთა შორის ყველაზე ძვირადღირებული? - რეიტინგი
ავტორიტეტულმა პორტალმა (Transfermarkt) იმ ნაკრებების ღირებულებების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.

გუნდების შემადგენლობების ფორმირების პრინციპები ბოლომდე ცნობილი არ არის - პანამის ნაკრებში მხოლოდ 21 ფეხბურთელი მოხვდა, ხოლო სერბეთის ნაკრებში - 31.

ასე და ამგვარად, ყველაზე ძვირი შემადგენლობა ბრაზილიის ნაკრებს ჰყავს - 604,35 მილიონი გირვანქა სტერლინგი. მეორე პოზიციაზეა ესპანეთის ნაკრები - 579,15 მლნ, მესამეზე - საფრანგეთი (572,85).

ცნობისთვის, 2018 წლის მუნდიალის ფინალური სტადიის კენჭისყრაზე ესპანელები მეორე კალათაში მოხვდნენ.

ყველაზე "იაფი" ნაკრები პანამას ჰყავს - მხოლოდ და მხოლოდ 4,73 მილიონი.

ბრაზილია ასევე საშუალო ღირებულებითაც ლიდერობს - 24,17 მილიონი. მეორე ადგილს კი საფრანგეთი და გერმანია იყოფენ (23,87). ესპანეთი მეოთხე პოზიციაზეა (23,17). პანამის ნაკრების ფეხბურთელთა საშუალო ღირებულება სულ რაღაც 225 ათასია.

იმ ნაკრებთა შორის, რომლებიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ, უდიდესი უპირატესობით ლიდერობს იტალია - 429,75 მილიონი (საშუალოდ - 18,68). მეორე ადგილზეა ჰოლანდია - 269,10 მლნ (საშუალოდ - 10,35). მონაწილეთა შორის ასეთი მაჩვენებლით იტალიელები მე-7 ადგილს დაიკავებდნენ.

იხილეთ ათეული

1. ბრაზილია - £604.35 მლნ
2. ესპანეთი - £579.15
3. საფრანგეთი - £572.85
4. გერმანია - £572.85
5. არგენტინა - £475.65
6. ბელგია - £452.03
7. ინგლისი - £305.10
8. ხორვატია - £265.28
9. პორტუგალია - £251.15
10., პოლონეთი - £198.29

ასე გამოიყურება პოლ გასკოინის შვილი


ქეცბაია მინაშვილს: "თქვენ ხართ დაბოღმილი"


რა გაუკეთა მესხმა პელეს?


ევროპის ყველაზე აგრესიული დერბები


ერთ-ერთი საუკეთესო მოწოდება მაგიდის ჩოგბურთში


ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ულამაზესი გოლი გავიდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები