ბოში: "დორტმუნდმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოში: "დორტმუნდმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს"


ბოში:
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოშმა გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურში "შტუტგარტთან" (1:2) მარცხის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდი მოგებაზე ფიქრობდა.

სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელებმა ბრძოლა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად ზედიზედ სამი მარცხისა.

"ძალიან მტკივნეული მარცხი", - ციტირებს "ბორუსიას" პრესსამსახური ბოშის სიტყვებს.

"გამარჯვებისთვის ჩამოვედით. სასაცილო გოლები გავუშვით. კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმი წარუმატებელი აღმოჩნდა".

"მიუხედავად ამისა, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და არ დავნებდეთ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები