სოკრატისი ტოტენჰემთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სოკრატისი ტოტენჰემთან მატჩს გამოტოვებს


სოკრატისი ტოტენჰემთან მატჩს გამოტოვებს
დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, შინ ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, სოკრატის პაპასტატოპულოსი დააკლდება.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში, სტუმრად "შტუტგარტთან' (1:2), გამოცდილმა ბერძენმა მცველმა ნეკნის დაზიანება მიიღო და რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.

ეს კი "ყვითლებისთვის" საკმაოდ სერიოზული დანაკლისია, ვინაიდან სოკრატისი გუნდის დაცვის ლიდერია, ხოლო ამ პოზიციაზე პიტერ ბოშს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს.

29 წლის სოკრატისმა მიმდინარე სეზონში სულ 18 თამაშში მიიღო მონაწილეობა და "ბორუსიას" არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია სოკრატისი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები