სევილიას ფეხბურთელი მილანელებს: "იმედია ამ მატჩს უყურეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სევილიას ფეხბურთელი მილანელებს: "იმედია ამ მატჩს უყურეთ"


სევილიას ფეხბურთელი მილანელებს:
"სევილიას" შემტევმა ბენ იედერმა სოციალურ ქსელში სახალისო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "სევილიამ" "ლივერპული" მიიღო და შეხვედრა ფრედ 3:3 დაასრულა. პირველი ნახევარი კლოპის გუნდმა 3:0 მოიგო, მეორე ნახევარში კი 3 გოლი გაუშვა.

"ვიმედოვნებ, მილანში ამ თამაშს უყურეს", - წერს ბენ იედერი.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მილანი" "ლივერპულს" შეხვდა და პენალტების სერიაში დამარცხდა, ძირითადი დრო 3:3 მორჩა.

პირველი ნახევარი სტამბულში "მილანმა" 3:0 მოიგო, მეორე ნახევარში კი "ლივერპულმა" წონასწორობა აღადგინა. გუშინაც ასე მოხდა, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ბენიტესის "ლივერპულმა" 3 გოლი 6 წუთში გაიტანა.

სევილიას ფეხბურთელი მილანელებს: "იმედია ამ მატჩს უყურეთ"

ასეთი სისწრაფე ჰქონდა რონალდუს


მომენტი, როცა იბრაჰიმოვიჩი რონალდოს პირველად შეხვდა


სტადიონის დემონტაჟი აშშ-ში


ატლეტიკო-რეალის მატჩის წინ ცხენმა პოლიციელი გადმოაგდო


ხავიმ ყატარში მორიგი ჯარიმა გაიტანა


ნეიმარის ულამაზესი მოძრაობა ლიგა 1-ის გასულ ტურში


ინგლისში, 1 მატჩში 4 კურიოზული გოლი გავიდა


რეალის ფეხბურთელი, მარტინ ედეგორი გასულ ტურში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები