კაგავამ ბორუსიას მაისურით 200 მატჩი ჩაატარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაგავამ ბორუსიას მაისურით 200 მატჩი ჩაატარა


კაგავამ ბორუსიას მაისურით 200 მატჩი ჩაატარა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა, შინ ლონდონის "ტოტენჰემის" (1:2) წინააღმდეგ, შინჯი კაგავასთვის საიუბილეო გამოდგა.

28 წლის იაპონელმა გუშინ საღამოს გერმანული კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე ერთად, თავისი მე-200 თამაში ჩაატარა.

შინჯი დორტმუნდის "ბორუსიას" 2010 წელს იაპონური კლუბი "სერესო ოსაკადან" შეუერთდა და ორი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, რომლის შემდეგაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.

ინგლისში წარუმატებელი ორი წლის შემდეგ კაგავა "ბორუსიას" 2014 წელს დაუბრუნდა და"ბორუსიასთან" მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში შინჯი კაგავამ 15 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია შინჯი კაგავა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები