ლაიფციგმა ბაიერნის მიღწევა გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაიფციგმა ბაიერნის მიღწევა გაიმეორა


ლაიფციგმა ბაიერნის მიღწევა გაიმეორა
ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი "ლაიფციგი" გახდა მხოლოდ მეორე გერმანული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ერთ ტაიმში 4 გოლის გატანა მოახერხა.

გუშინ საღამოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, "ხარებმა" სტუმრად "მონაკო" 4:1 გაანადგურეს და ყველა გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა.

აქამდე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის თამაშის ერთ ტაიმში 4 გოლის გატანა მიუნხენის "ბაიერნმა" მოახერხა (2014 წელს მიუნხენელებმა "რომა" სტუმრად 7:1 გაანადგურეს და პირველ 45 წუთში 5 ბურთი გაიტანეს).
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები