ნანი: "საკუთარ შანსს ველოდები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნანი: "საკუთარ შანსს ველოდები"


ნანი:
რომის "ლაციოს" შემტევმა ნახევარმცველმა, ლუიშ ნანიმ, იტალიურ კლუბში თავისი ამჟამინდელი სიტუაცია შეაფასა.

"თავს კარგად ვგრძნობ. ახლა საკუთარ შანსს ველოდები და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან მალე ნამდვილ ნანის ნახავთ.

შეგვიძლია თუ არა ევროპა ლიგის მოგება? ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, რომელშიც ყველაფერი რიგზეა და თანაც, "ლაციოს" უკეთ თამაშიც შეუძლია.

ევროპის ლიგაზე კი ბევრი რამ სხვა გუნდებზეც არის დამოკიდებული. გარდა ამისა, სერია ა არ უნდა დავივიწყოთ, ვინაიდან მთავარი მაინც ეროვნულ ჩემპიონატში კარგი ასპარეზობაა", - განაცხადა პორტუგალიელმა შემტევმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო ლუიშ ნანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები