ჰამანი: "ეჭვი მაქვს, ვაგნერი ბაიერნში არ გადავა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამანი: "ეჭვი მაქვს, ვაგნერი ბაიერნში არ გადავა"


ჰამანი:
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმ, დიტმარ ჰამანმა, რომელიც ახლა "Sky Sports-ს" ექსპერტია, სანდრო ვაგნერის "რეკორდმაისტერში" შესაძლო გადასვლა შეაფასა.

"არ ვიცი რამდენად დაეხმარება ეს ვაგნერს, ვინაიდან "ბაიერნში" მხოლოდ ჯოკერის როლის შესრულება მოუწევს. თანაც ეს მხოლოდ მომდევნო ექვს თვეს არ ეხება. ლევანდოვსკი გუნდში დარჩება ან თუ წავა მის მაგივრად მორიგი მონსტრი მოვა.

ასე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა შეეგუება თუ არა ვაგნერი სათადარიგო ფეხბურთელის როლს? უბრალოდ ვერ ვხვდები როდის მიეცემა მას სათამაშო დრო.

ამ ეტაპზე, ვაგნერის თამაშისა და შედეგების გათვალისწინებით, ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს. თუმცა "ბაიერნში" თავის წარმოსაჩენად გაცილებით ნაკლები შანსი ექნება.

ამავდროულად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მისთვის დიდ კლუბში გადასასვლელად იდეალური შესაძლებლობაა, ამიტომაც სანდრო სერიოზული დილემის წინაშე დგას", - განაცხადა ჰამანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები