ინტერი იკარდის ახალ კონტრაქტს სთავაზობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერი იკარდის ახალ კონტრაქტს სთავაზობს


ინტერი იკარდის ახალ კონტრაქტს სთავაზობს
მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა მზად არის გუნდის კაპიტანსა და ლიდერს, მაურო იკარდის, ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნერაძური" ცდილობს, რომ 24 წლის არგენტინელი ფორვარდი შეინარჩუნოს და უახლოეს მომავალში მას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს, გაზრდილი ხელფასით.

მაურო იკარდის ბოლო პერიოდში არაერთმა ევროპულმა ტოპ-კლუბმა დაადგა თვალი. მისი გამოსასყიდი თანხა 110 მილიონ ევროს შეადგენს და კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, ეს თანხაც გაიზრდება.

იკარდიმ, რომელსაც "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 ტურში 13 ბურთი გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები