ნაპოლის მწვრთნელი: "ევროპა ლიგა ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლის მწვრთნელი: "ევროპა ლიგა ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება"


ნაპოლის მწვრთნელი:
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში "ნაპოლი" "ფეიენოორდთან" დამარცხდა და ახალი წლიდან ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

ბოლო ტურში წაგებული მატჩის და ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ კომენტარი ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ გააკეთა.

"ფაქტია, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო ვერ შევძელით ჯგუფიდან გასვლა. ეს პრობლემები და შეცდომები სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.

ევროპა ლიგა დაახლოებით 2-3 თვეში იწყება და იქამდე კარგად უნდა მოვემზადოთ. ნაპოლის ევროტურნირებზე ისტორიულად დიდი წარმატებები არ აქვს და ვფიქრობ, ევროპა ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება", - აცხადებს სარი.

ინსინიეს სასწაული გოლი შახტარის კარში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები