დღეს, პარიზში ოქროს ბურთი მფლობელს გადაეცემა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დღეს, პარიზში ოქროს ბურთი მფლობელს გადაეცემა


დღეს, პარიზში ოქროს ბურთი მფლობელს გადაეცემა
დღეს, პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.

ფრანგულ გამოცემას, "ფრანს ფუტბოლს" 30 ნომინანტი ჰყავს, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ პრიზი კრიშტიანუ რონალდუს ერგოს.

გაცნობებთ, რომ დაჯილდოვების ცერემონია 19:30 საათზე დაიწყება, თუმცა გამარჯვებულს თბილისის დროით 22:45 საათზე გამოაცხადებენ.

იმ შემთხვევაში თუ პრიზი "რეალის" შემტევს გადაეცა, ეს მისთვის მე-5 ოქროს ბურთი იქნება. ამ შედეგით, რონალდუ ლიონელ მესის გაუთანაბრდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები