კლოპმა სასურველი მეტოქე დაასახელა: "იმედია, 1/8 ფინალში მათ შევხვდებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპმა სასურველი მეტოქე დაასახელა: "იმედია, 1/8 ფინალში მათ შევხვდებით"


კლოპმა სასურველი მეტოქე დაასახელა:
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ლივერპულმა" მოსკოვის "სპარტაკი" არ დაინდო და 7:0 გაანადგურა.

იურგენ კლოპის გუნდი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. კენჭისყრის წინ გერმანელი სპეციალისტი კომენტარს აკეთებს.

"ყველა კარგი გუნდია და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, თუმცა ყველაზე მეტად რეალთან დაპირისპირება მსურს და იმედია, მათ შევხვდებით.

სპარტაკი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენი შეტევების შეჩერება გაუჭირდათ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი შედეგი დაფიქსირდებოდა", - აცხადებს კლოპი.

კლოპის რეაქცია კოუტინიოს გუშინდელ გოლზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები