დორტმუნდი ევროპა ლიგის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დორტმუნდი ევროპა ლიგის ისტორიაში შევიდა


დორტმუნდი ევროპა ლიგის ისტორიაში შევიდა
მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "რეალთან" (2:3) მარცხისა, "დორტმუნდი" ევროპა ლიგის ფლეი ოფში იასპარეზებს.

ცნობისთვის, ბორუსიელებმა მხოლოდ ორი ქულის აღება მოახერხეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.

ასე და ამგვარად, "დორტმუნდი" ევროპა ლიგის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელსაც ტურნირის ფლეი ოფში მოსახვედრად ორი ქულაც ეყო.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კენჭისყრები მომავალ კვირაში გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები