ლეო მესიმ მიულერის ისტორიული რეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეო მესიმ მიულერის ისტორიული რეკორდი გაიმეორა


ლეო მესიმ მიულერის ისტორიული რეკორდი გაიმეორა
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ თავი კვლავ გამოიჩინა.

"ვილიარეალთან" გამართულ შეხვედრაში მან 73-ე წუთზე გოლი გაიტანა. საბოლოოდ კი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მესიმ "ბარსელონას" მაისურით თავისი 525-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა.

კერძოდ, ამ ორ ფეხბურთელზე მეტი გოლი ერთ კონკრეტულ კლუბში არცერთ მოთამაშეს არ აქვს გატანილი, იგულისხმება ტოპ 5 ჩემპიონატი. მიულერმა 525 გოლი "ბაიერნში" გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები