რუმენიგემ ნაგელსმანი გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუმენიგემ ნაგელსმანი გააკრიტიკა


რუმენიგემ ნაგელსმანი გააკრიტიკა

მიუნხენური გრანდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, "ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი, საქმისადმი არასწორი მიდგომის გამო გააკრიტიკა.

"რა თქმა უნდა, "ჰოფენჰაიმი" მომდევნო ეტაპზე ვეღარ გადიოდა, მაგრამ ამის გამო სარეზერვო შემადგენლობით თამაში არ შეიძლება, ვინაიდან სასწორზე ფული დევს.

გარდა ამისა, ამ თამაშს ეროვნული ფეხბურთისთისაც ჰქონდა მნიშვნელობა. პირადად მე უფრო მეტი პასუხისმგებლობისა და საქმის სიყვარულის იმედი მქონდა", - განაცხადა 30 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "სოფლელები" "ლუდოგორეცს" ხვდებოდნენ (1:1) და ფლეი-ოფში გასვლის შანსები აღარ ჰქონდათ. ამიტომ ნაგელსმანმა მოედანზე მეორე თერთმეტეული გაიყვანა და ლიდერები დაასვენა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები