ნაპოლიმ ბერარდის დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ ბერარდის დაუმიზნა


ნაპოლიმ ბერარდის დაუმიზნა
"ნაპოლი" "სასუოლოს" უნიჭიერესი თავდამსხმელით, დომენიკო ბერარდით, დაინტერესდა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის "სოფლელებს" ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ ორი მოთამაშე შესთავაზოს.

"ნაპოლი" აპირებს, რომ "სასუოლოს" ბარტერზე მოელაპარაკოს. ბერარდი "ნაპოლის" შეუერთდება, ხოლო საპირისპირო მიმართულებით "სასუოლოს" ნიკოლა მაქსიმოვიჩი და ლორენცო ტონელი გააძლიერებენ.

23 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები