ბუფონი: "2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს არ გამოვრიცხავ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი: "2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს არ გამოვრიცხავ"


ბუფონი:
"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ შეიძლება 2020 წელს ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

აქამდე, 39 წლის იტალიელმა თქვა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულებას გეგმავდა.

თუმცა, მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები მუნდიალს მიღმა დარჩა.

"2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში? არ გამოვრიცხავ", - ციტირებს ბუფონის სიტყვებს beIN Sports-ის ჟურნალისტი, ტანკრედი პალმერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები